რეზონანსი
29.12.2022

ნევროლოგიური თვალსაზრისით მძიმე პაციენტია - აცხადებს კლინიკა ვივა მედის ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დაცვის მხარე დაინტერესდა, გამოიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებულმა მკურნალობის კურსმა ნევროლოგიის კუთხით დადებითი შედეგი, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ დადებითი შედეგი ფსიქნეირორეაბილიტაციის გარეშე ვერ დადგება:

"დადებით შედეგს ვერს გამოვიღებთ, თუ არ დავიწყებთ ფსიქონეირორეაბილიტაციას. მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ ნაწილს და რეაბილიტაციულ ნაწილს." აღნიშნა აბაშიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე იღლება და "თან რეაბილიტაცია მასაჟი არ არის".

კითხვაზე აქვს თუ არა გამოჯანმრთელების მეტი შანსი მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ, პროფილურ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, აბაშიძე ამბობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის, თუმცა სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელია

"მაგის კომპეტენცია მე არ მაქვს, სრულყოფილი მკურნალობა აუცილებელია რა თქმა უნდა. " ამბობს თამარ აბაშიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×