რეზონანსი
29.12.2022

მე ძალიან გამიხარდება, მივესალმები, თუ მოქმედი პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მესამე პრეზიდენტს ცხოვრების უფლება მისცეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, თუ გვინდა, რომ ევროპული საზოგადოების წევრები ვიყოთ, უნდა იყოს გადადგმული არსებითი ნაბიჯები. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"აქ არის საკითხი მიხეილ სააკაშვილი ან გადარჩება, ან დამთავრდება ლეტალური შედეგით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნება" რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არის დღეებზე საუბარი, რომ მმართველმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება - მიშას ვწირავთ ბოლომდე, თუ ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას," - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×