რეზონანსი
29.12.2022

ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. ის პალატაში სპეციალური ეკიპირებით შეუშვეს.

ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ის გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა.

"ჩაცმულები, დაცულები, პირბადით, ხალათით და ყველაფერი რაც საჭიროა. საერთოდ გაოგნებული ვარ ამ დამოკიდებულებით, პრეზიდენტის მიმართ, რა იყო ეს, რა აქცია მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, სახელმწიფოს აქვს სიმბოლოები, ერთ-ერთი სიმბოლო არის პრეზიდენტი, ძალიან ხელშეუხებელია. რა მოაწყვეს იქ ვერ გავიგე, რაღაც ბიბლიური სიუჟეტი იყო პირდაპირ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ, ვიღაც საეჭვო ხალხი რომ მივიდა და მოკალი, მოკალი, ეძახიან, რას ვგავართ, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს საერთოდ ან ცივილიზაციაზე, ან რამეზე", - თქვა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×