რეზონანსი
29.12.2022

კლინიკა „ვივამედში“ გვიან ღამით კარანტინი გამოცხადდა. მნახველებისთვის გამკაცრებული წესები მოქმედებს, მათ შორის, რეგულაციები ვრცელდება მიხეილ სააკაშვილზეც. ინფორმაციას ადასტურებს კლინიკის ხელმძღვანელი ნინო ნადირაძე და კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. მათი თქმით, კარანტინის მიზეზი ქვეყანაში მძიმე ინფექციური ვირუსების მატება გახდა. ნადირაძის თქმით, ვივა მედი არაა ერთადერთი კლინიკა, სადაც მკაცრი წესები ამოქმედდა. მისივე თქმით, პალატაში მნახველები მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით დაიშვებიან. მედიას კი დღეიდან კლინიკის ფოიეში გადაადგილება აეკრძალა.

"დიახ, მოგეხსენებათ ქვეყანაში იმატა ვირუსული ინფექციების რაოდენობამ და შესაბამისად გამოცხადდა [კარანტინი] კლინიკაში - ამბობს ჩხაიძე.

"ვივა მედის" დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ პაციენტებთან ვიზიტორები საჭირეობის შემთხვევაში სპეციალური ეკიპირებით შევლენ:

"თუ საჭიროება მოითხოვს, რომ ვიღაცა აუცილებლად იყოს, ის სპეციალური აღჭურვით, რა თქმა უნდა დაიშვება. თუ საჭიროება იქნება, რომ პაციენტთან აუცილებლად მნახველი შევიდეს, რაღაც სჭირდება პაციენტს, მიწაოდოს, მოაწოდოს, ისე რომ შევიდეს, ნახოს, გამოვიდეს, ასე არა", - თქვა ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×