რეზონანსი
28.12.2022

ირაკლი ნადირაძემ იაფფასიანი პერფორმანსი მოაწყო და ამისთვის აუცილებლად 500 რუბლით დაჯილდოვდება დღეს საღამოს ლაკა ხოშტარიასგან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ირაკლი ნადირაძის ქმედებას, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა.

ნადირაძის ქმედებას საკრებულოს სხდომათა დარბაზში მსხდომი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ხელბორკილები მას პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×