რეზონანსი
28.12.2022

"მერწმუნე, რომ იმაზე მეტ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, რასაც ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვხედავთ ყოველდღიურობაში და შეიძლება არც უნდა ხედავდე, ეს ნორმალურია, იმდენი პრობლემაა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით, იგივე საზოგადოების ტრანსპორტი, იგივე მეტრო ახსენე, მკითხე მეტროში თუ ვარ ჩანასვლელი ზოგადად, მე რომ მეტროთი დავდიოდი შეიძლება დაბადებულიც არ იყავი, ოღონდ მართლა ვამბობ ამას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მეტროთი დადის, ვიღაცა არ დადის, ეს რამეს ცვლიდეს. ჩვენ ვიცით რა არის პრობლემა, ვიცით რა არის გამოწვევა და ყველაზე მთავარი, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, არსებული დისკომფორტი მოვუხსნათ და მეტიც, გავხადოთ ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მე ძალიან ბევრი რამით გადავაადგილდები, გადავაადგილდები კერძო ავტომობილით, საჭესთანაც მიყვარს ჯდომა, გადავაადგილებდი ასევე მოტოციკლეტით, ძალიან კარგი მოტოციკლეტი მყავს და მსიამოვნებს მოტოციკლეტით სიარული და ასევე ველოსიპედითაც და ჩემ შვილებთან ერთად სკუტერითაც ძალიან ხშირად გადავაადგილდები".

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ "გირჩი მეტი თავისუფლების" დეპუტატის, ცოტნე კობერიძის პასუხად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×