რეზონანსი
28.12.2022

ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია და იმ ფორმით, რომელიც მას სურს, მთავარი ეს იყოს კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსი ბლოგერისა და ალექსეი არესტოვიჩის მოწოდებებს, რომ გაიმართოს აქციები სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მოთხოვნით.

„მთავარი არის რა - საქართველოს მოსახლეობაში ამ მოთხოვნებს უბრალოდ არ აქვს დასაყრდენი. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს ის, რაც ჩანს. მათ შორის ეს სიმულაციების მცდელობები და ბევრი სახვა რამ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა არ არის სოლიდარული ასეთი მოთხოვნების მიმართ", - აღნიშნა სარჯველაძემ.

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი, მიხეილ სააკაშვილისთვის აქციას აანონსებენ. აქცია, მსჯავრდებული სააკაშვილის მხარდასაჭერად ოთხ იანვარს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×