რეზონანსი
27.12.2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნავთობის ფასის ზღვრის შემოღების საპასუხო განკარგულებას ხელი მოაწერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვარგარეთ მიწოდებას კრძალავს, თუ ხელშეკრულებაში პირდაპირ ან ირიბად არის მითითებული ღირებულების მაქსიმალური ლიმიტი.

გარდა ამისა, ასეთი მიწოდება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პრეზიდენტის ნებართვის საფუძველზე.

ხოლო ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვის თარიღს რუსეთი დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.

ასევე, რუსეთში წარმოებული ან ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლიმიტი ფასი ბარელზე 60 დოლარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×