რეზონანსი
27.12.2022

უკრაინა რუსეთის არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ გაეროდან გარიცხვის საკითხსაც აყენებს , - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"რუსეთი უკვე დიდი ხანია არ არის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო და ამიტომ არ აკმაყოფილებს გაეროს ძირითად კრიტერიუმს. ის ცინიკურად ბოროტად იყენებს უშიშროების საბჭოში თავის ვეტოს უფლებას. ბლოკავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მის აგრესიულ პოლიტიკას უპირისპირდება. ამიტომ უკრაინა მართლზომიერად აყენებს რუსეთის არა მხოლოდ უშიშროების საბჭოდან, არამედ გაეროდანაც გარიცხვის საკითხს", - თქვა შმიგალმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დღეებში ბოროტების იმპერიის - სსრკ-ის - დაშლის მომენტიდან 31 წელი სრულდება.

"მისმა [სსრკ-ის] მემკვიდრემ - რუსეთის ფედერაციამ - მიისაკუთრა ადგილი უშიშროების საბჭოში. ორგანიზაციის ქარტიისთვის გვერდის ავლით უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობა მსოფლიო თანამეგობრობისთვის თავს იქნა მოხვეული. სამწუხაროდ, მაშინ თანამეგობრობა ჩუმად იყო. ახლა სიჩუმე არ შეიძლება", - თქვა შმიგალმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×