რეზონანსი
27.12.2022

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს და ამას არავინ ეწინააღმდეგება, თუმცა დედაქალაქში შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

„ადამიანების ჯგუფს რატომღაც ჰგონია, რომ მე ავტომობილებისკენ ვიხრები და მხოლოდ ამ პრობლემაზე ვზრუნავ, რომ მანქანებს ჰქონდეთ მეტი სივრცე და არა ადამიანებს. ეს სულაც არ არის ასე. გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, თუნდაც სხვა საავტომობილო ფედერაციებთან ურთიერთობისას, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ თავიანთ ქვეყნებში ამ პრობლემებზე პირველ რიგში, აგებულია ადამიანზე, მის კომფორტზე.

ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ის ფეხით მოსიარულეა და მას საცობი არ უქმნის პრობლემას, ვეტყვი, რომ ძალიან ცდებიან. იმიტომ, რომ ავტომობილები, რომლებიც საცობში დგანან, ყველაზე მეტ გამონაბოლქვს სწორედ ამ დროს გამოყოფენ. ანუ ჰაერს ყველაზე მეტად ამ დროს აბინძურებენ.

გარდა ამისა, როგორც მინიმუმ, დაღლილი და ნერვებმოშლილი ადამიანი ძალიან რთულია საკომუნიკაციოდ, ხოლო იმას, ვინც ფეხით გადაადგილება, მათთანაც მოუწევთ თანაცხოვრება.

შემიძლია ამერიკის არაერთი შტატის მაგალითი მოვიყვანო... არის სპეციალური ზოლები მაგისტრალებზე, სადაც თუ ერთზე მეტი ადამიანი ზის ავტომობილში, მხოლოდ მას აქვს უფლება, რომ ეს გზა გამოიყენოს. რიგ შემთხვევებში, 3 ან მეტი ადამიანი თუ ზის მანქანაში, მაშინ შეუძლიათ ამ გზის გამოყენება.

რაღაც ასეთი მოქნილი მოდელები ჩვენთანაც შეიძლება გამოვიყენოთ. სიტყვაზე, ბასლაინის გამოყენება, შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში 3 ან მეტი მგზავრი ზის. ეს სულაც არ იქნებოდა ურიგო, მინიმუმ, ექსპერიმენტს რა უდგას წინ? იქნებ ამ სისტემამაც იმუშაოს.ჩემი აზრით, არ უნდა შეგვეშინდეს, გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარების, თუ რამე არ იმუშავებს, შეცვლადია“,- აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×