რეზონანსი
27.12.2022

შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. ეს ურთულესი გამოწვევაა, ამიტომ ამ გამოწვევას გონივრული მართვა სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ პირველი დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ და ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი იდეით ვმოქმედებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარადჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×