რეზონანსი
27.12.2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა ისინი ომს თავისით ვერ შეაჩერებენ. მისი თქმით, რაც დრო გავა, სანქციები მით უფრო მტკივნეული გახდება კრემლისთვის.

"სანქციები, შერწყმული სამხედრო მხარდაჭერასთან, საერთაშორისო ზეწოლასთან და დიპლომატიურ ძალისხმევასთან, ნაყოფს იძლევა. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მტკივნეული გახდება ისინი კრემლის ხელმძღვანელობისთვის და რუსეთის ეკონომიკისთვის", - თქვა ბორელმა. 

მისი თქმით, სანქციების მთავარი მიზანი პუტინისთვის რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსების გაძნელებაა.

"სანქციები არ არის პანაცეა, ისინი არ შეაჩერებენ ომს თავისით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ისინი მუშაობს და სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვს: ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა და კარგავს მოდერნიზაციის უნარს", - თქვა ბორელმა. 

ბორლემა აღნიშნა, რომ OECD-ის პროგნოზების მიხედვით, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 5,6%-ით შემცირდება, რაც ყველაზე მეტად G20-ის ქვეყნებს შორის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×