რეზონანსი
27.12.2022

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული ოჯახები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავენ. როგორც ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველმა განაცხადა, ხვალ, 15:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია გაიმართება.

ია მეტრეველმა ბრიფინგი გამართა, მასთან ერთად დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს ასევე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარისე სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა და გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ. 

"მოქმედი პრეზიდენტის სასახლესთან გვინდა, რომ შევიკრიბოთ და მას კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. მე მინდა ქალბატონ სალომეს შევახსენო, მე მისი სიტყვები არ მავიწყდება, კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიწყალებდა სააკაშვილს და ის, რომ ირინა ენუქიძის თვალები თვალწინ ედგა მას. ეს თქვა მან, რომ მე ირინას თვალები დღემდე მახსოვს და მე ამას არასდროს არ გავაკეთებო. სწორედ ეს მინდა შევახსენო დღესაც და ხვალაც, რომ ხვალ ჩვენი შეკრების მიზანი იქნება სწორედ ეგ რომ შევახსენოთ. მე არ ვიცი, მასზე გავლენას ახდენს ვინმე, რაღაც სთხოვენ თუ არ ვიცი რა არის, საზოგადოება ამას არ მოითმენს და ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ," - ამბობს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

როგორც სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილმა აღნიშნა, ხვალინდელ აქციაზე სალომე ზურაბიშვილს შეახსენებენ, როდესაც ის პრეზიდენტად მოდიოდა, რას დაჰპირდა ხალხს. 

"არ იცოდა 9 დღის განმავლობაში გარეთ დღე იყო თუ ღამე იყო. სიბნელეში ყავდათ, ჯურღმულში ყავდათ ჩაგდებული სულხანი. არ იცოდა დღე იყო, ღამე იყო, საათზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ქალბატონ სალომეს მოვუწოდებ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება, არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ პირობას ვაძლებ, სისტემატური აქციები კი არა, პრეზიდენტის სასახლესთან ვიცხოვრებთ," – განაცხადა სულხან მოლაშვილის ძმამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×