რეზონანსი
26.12.2022

2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. "ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირველი იანვრიდან ცვლილება 1 100-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტს შეეხება. მისი თქმით, ფასები საბითუმო და საცალო დონეზე დარეგულირდება და საცალო სააფთიაქო ქსელს, გარკვეული პროცენტული ფასნამატის გაკეთება წამლის ღირებულების შესაბამისად შეეძლება.

„ავიღებთ მაქსიმალურ საბითუმო გასაყიდ ფასს და იქიდან გამომდინარე აფთიაქებს უკვე შეეძლებათ მარჟების განსაზღვრა. მარჟები საბითუმო გასაყიდი ფასის მიხედვით მერყეობს და 15%-დან 40%-მდე განისაზღვრება. რაც უფრო ძვირია წამლის ღირებულება, მით უფრო მცირდება მარჟა, ხოლო 100 ლარის ზევით ღირებულების მედიკამენტზე, საცალო კომპანიებს, ფიქსირებულად, მაქსიმუმ 20 ლარის დამატება შეეძლებათ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა თქვა, მეთოლოდლოგიის შემუშავებისას, მომხმარებლის ინტერესთან ერთად, მთავრობამ ფარმაცევტული სექტორის ინტერესიც გაითვალისწინა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს 2026 წლისთვის მოსახლეობისთვის ქრონიკულ მედიკამენტების ხარჯის მინიმუმ 92%-ის დაფარვას გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×