რეზონანსი
26.12.2022

„ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ შიმშლობა შეწყვიტა. ანა წითლიძემ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მინდა მადლობა გითხრათ ექიმებს. რომ არა ისინი, აქ ჯდომას და საუბარს ვერ შევძლებდი. მადლობა პარლამენტის აპარტას, ასევე, ჩემს მეგობრებს",- აღნიშნავს ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალურ მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში მე-12 დღეა შიმშილობს.

წითლიძესთან ერთად, 15 დეკემბერს, შიმშილობა პარტიის კიდევ ორმა წევრმა - დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს, 16 დეკემბერს კი მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა. სამივე მათგანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა უკვე შეწყვიტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×