რეზონანსი
26.12.2022

ჩემი სამინისტროს პრიზმიდან დანახული თანამშრომლობა [უკრაინასთან] არის ძალიან კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ამ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან, მსუბუქად რომ ვთქვათ, გვესმის არასასიამოვნო შეფასებები ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მხარი დაუჭიროს უკრაინას, რადგან ჩვენთვის მტკივნეულია ის მიმდინარე მოვლენები, რაც ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარეობს დღეს. მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი საერთაშორისო ასპარეზზე ვაკეთებდით ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხმა ჰქონოდა საქართველოდან უკრაინას. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის მისამართით. ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა ძალიან ნათელი და ცალსახაა. ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მე სამინისტროს ჭრილში მინდა ვისაუბრო. ორ საგარეო უწყებას გვაქვს ძალიან საქმიანი კოორდინაცია და თანამშრომლობა. მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩემს კოლეგასთან, ჩვენ პერიოდულად გვაქვს კომუნიკაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ დიპლომატებს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, რომელსაც არცერთი დღე არ დაუტოვებია უკრაინა, მიუხედავად იმ ძალიან რთული პერიოდისა, რომელიც წლის განმავლობაში ჰქონდა უკრაინას. ამიტომ, ჩემი სამინისტროს პრიზმიდან დანახული თანამშრომლობა არის ძალიან კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული, რომელსაც ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, მიუხედავად იმ ძალიან გაუგებარი, საწყენი და ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი განცხადებებისა, რომელიც გვესმის ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×