რეზონანსი
26.12.2022

ილია დარჩიაშვილის თქმით, წელს განსაკუთრებით სირთულეებით სავსე წელი იყო, რეგიონში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება საქართველოზე და ჩვენი რეგიონის მიღმაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქრონიკაში" აღნიშნა, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დადგა და ამან ჩვენს რეგიონზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

„შესაბამისად ჩვენს ქვეყანას აქვს განსაკუთრებულად სენსიტიური გეოგრაფიული მდგომარეობა, შესაბამისად ეს გლობალური გამოწვევები მოქმედებს ჩვენზეც.

მიმდინარე მოვლენები უკრაინაში, არის მთავარი, უზარმაზარი გამოწვევა ჩვენთვის, რეგიონისთვის. მინდა დავაფიქსირო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის, უკრაინის მისამართით და მათ მშვიდობა ვუსურვო.

ჩვენი გადმოსახედიდან, ყველაზე მთავარი საკითხები, რომელიც შეგვიძლია დღევანდელი გადასახედიდან შევაფასოთ, არის ის, რომ დღეს ქვეყანაში უზრუნველყოფილია სტაბილურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისა და მოსახლეობისთვის. მეორე, მნიშვნელოვანი მოვლენა არის, ის, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

საგარეო ურთიერთობების ჭრილში თუ შევხედავთ წლევანდელ წელს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მოიპოვა, რაც არის პოლიტიკური პირობა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×