რეზონანსი
26.12.2022

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ანი წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს ექიმმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მედიკოსი მდგომარეობას მძიმედ აფასებს და ამბობს, რომ ჯანმრთელობა კიდევ უფრო არ გაუარესების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია წითლიძის ჰოსპიტალიზაცია.

"საკმაოდ მძიმეა მისი მდგომარეობა, წამოვიდა ინტოქსიკაციის ნიშნები, აქვს გულისრევა, ასევე გაუწყლოება აღენიშნება. წყალს საერთოდ არ იღებს, ვერ იღებს... წყალს იღებს ძალიან მცირე რაოდენობით, რაც არასაკმარისია ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი და არა თუ იმისთვის, ვინც მე-12 დღეა უკვე შიმშილობს. ძალიან გვინდა, რომ ვეცადოთ და დავარწმუნოთ გადადგას ნაბიჯი ჰოსპიტალიზაციისკენ, რომ არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობა შეუქცევადად", - თქვა ექიმმა ფორმულასთან.

ცნობისთვის, დეპუტატი უკვე 12 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით. წითლიძე ამბობს, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×