რეზონანსი
26.12.2022

წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ხალხზე, მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„ბუნებრივია, უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ნეგატიური გავლენებისა და ეფექტების შემცირება, ამ რისკების დაზღვევა, საფრთხეების მინიმიზება, შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს არათუ მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული ვითარებაა, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის შემცირება, რეცესია. რეალურად, დღეს მსოფლიოში ძალიან არაპროგნოზირებადი გარემოა შექმნილი. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. თანაც ეს არ მომხდარა მხოლოდ წელს, გასულ წელსაც ასევე წარმატებული წელი გვქონდა. წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ხალხზე, მოსახლეობაზე, საზოგადოებაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×