რეზონანსი
26.12.2022

ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს - ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ხელისუფლების ვალდებულება ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა.

„ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა და მათი მთავრობა ომშია, ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადების გაკეთება არ გვსურს. ჩვენი მთავარი ამოცანა, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაა. არაერთხელ მითქვამს და ეს ჩვენი პოლიტიკით და ქმედებებითაც დავადასტურეთ, რომ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ვალდებულება, ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვაა. ბუნებრივია, ამ დიდ საქმეში თქვენი, ელჩების როლი განსაკუთრებულია, რათა დედაქალაქებში ჩვენი სათქმელი სწორად მივიტანოთ, სწორად წარმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და ეფექტიანად გავუმკლავდეთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც მოედინება. კარგად გვესმის, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ ამ შეტევას, ამ დეზინფორმაციას ეფექტიანი საპასუხო მოქმედებები სჭირდება",- განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×