რეზონანსი
26.12.2022

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით, ხელმოწერების კარდაკარ შეგროვების მიზანია, პრეზიდენტმა აქამდე გაცხადებული გადაწყვეტილება შეცვალოს. 

„ისევ მიშა სააკაშვილს დაუბრუნდნენ - გადახედეს ოპოზიციურ სპექტრს, დასაყრდნობად ვერავინ მონახეს, რათა ჩვენს ქვეყანაში ცვლილებებისთვის მიეღწიათ. მათივე კვლევებით დასტურდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება. შესაბამისად, [გარე ძალებს] საქართველოში დასაყრდენი არ აქვთ. სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით კარდაკარ ხელმოწერების შეგროვების მიზანია ქალბატონ პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს გაუადვილონ საკუთარ გადაწყვეტილების - „არა და არასოდეს“ შეცვლა და მიშას შეწყალებას „სახალხო ლეგიტიმაციაც“ მიანიჭონ“.

ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები აკეთებენ, ერთადერთ მიზანს - მიხეილ სააკაშვილის დახსნასა და, ხელისუფლების შესაცვლელად, კვლავ ვნებათაღელვის დაწყებას ემსახურება, რაც პირდაპირ კავშირშია მეორე ფრონტის გახსნასთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×