რეზონანსი
26.12.2022

რუსთავში, შვილის შეურაცხყოფის გამო, მამა დააკავეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს 40 წლამდე მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა. გოგონამ მშობელს რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტის შესახებ მოზარდმა პოლიციას აცნობა და ისიც უთხრა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

სამართალდამცავებმა მამა ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ინფო რუსთავი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×