რეზონანსი
25.12.2022

პირიქითა ხევსურეთის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს წლებია მოწყვეტილია. საავტომობილო გზა ამ დასახლებებში არც არასდროს ყოფილა. თავისთავად ურთულესია იმისი წარმოდგენაც კი, რომ ამ ისტორიულ სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადამიანები, ექიმის, გზის, დენის, ზოგჯერ მობილური კავშირგაბმულობის გარეშეც კი. არადა მთიანი რეგიონების დახმარება თითქოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტია.

სოფლებში არდოტი, ხახაბო, ანდაქი - სულ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მარტოკაცები, როგორც ისინი თავის თავს ეძახიან. ახლა იქ უკვე ჩამოთოვა. თუმცა ვიდრე თოვლი იქამდე მისასვლლ გზებს ჩაკეტავდა, მიუვალ სოფლებში მცხოვრები ადამიანები კიდევ ერთხელ მთის ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშივლმა მოიკითხა.

განსაკუთრებით მძიმე გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ცხოვრება ზამთრის თვეებშია. და განსაკუთრებით მოხუცებისთვის. ერთ-ერთი ასეთი მიხო პაპაც, რომელსაც მძიმე დაავდება აქვს და მისი მშობლიური სოფლიდან მაშველებმა რაამდენიმე კილომეტრი ხელით, საკაცით გამოიყვანეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×