რეზონანსი
25.12.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ უნდა გაჭიანურდეს.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში" ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მათთვის ყოველი საათი ძვირფასია.

"მდგომარეობა არის მძიმე, სამწუხაროდ, სულ ერთი და იმავეს გამეორება მიწევს, რომ ძალიან სასწრაფო თემაა, რადგან ყოველი საათი ძვირფასია ჩვენთვის. მე არ მომეწონა საკითხის გადადება, რადგან როცა არის განსაკუთრებული შემთხვევა, მგონია, რომ ყველას შეუძლია ცოტა, მითუმეტეს, რომ ახალი წელი მოდის უკვე და მერე საერთოდ მკვდარი დღეები იწყება ამ საქმისთვის ვამბობ, თორემ ისე ძალიან ცოცხალი დღეებია, ახალი წელია, კი ბატონო, მაგრამ რით ვაფუჭებთ ამ ახალ წელს?! იმით, რომ ეს ადამიანი ციხეში ასეთ მდგომარეობაში გვყავს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×