რეზონანსი
25.12.2022

ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - პოლიციამ 35 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც 5 დღის წინ თბილისში ცოლ-ქმარი დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მკვლელობის ადგილთან ახლოს დამარხა.

ცხედრები ახლა ფასანაურშია გადასვენებული, სადაც მოკლული ქალის საცხოვრებელი ადგილი იყო. რაც შეეხება მეორე მსხვერპლს, მამაკაცს, ის საქართველოს მოქალაქე არ არის. თავად მკვლელობის საქმეზე დაკავებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შსს-ის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ფინანსური დავაა.

ამასთან, "კურიერთან" მოკლული ქალის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი და სიძე აპირებდნენ ავტომობილის ყიდვას, რა საკითხთან დაკავშირებითაც მათ მოლაპარაკება ჰქონდა დაკავებულთან. ცოლ-ქმარმა დაკავებულს თანხა წინასწარ გადაუხადა, თუმცა მამაკაცმა მათ არც ავტომობილი არ მიუყვანა და არც თანხა დაუბრუნებია.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×