რეზონანსი
25.12.2022

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ინფორმაცია უკრაინული მედიის Telegram-ის არხებში ვრცელდება.

უკრაინული მედია, Unian წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია რუსული მებრძოლების, კერძოდ, MiG-31-ის - „ხანჯლების" მატარებლის აფრენის შესახებ. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი დროით, 9:28 საათისთვის ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ, ასევე დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებში საჰაერო მზადყოფნაა გამოცხადებული. "სირენებს" მალევე შეუერთდა ვოლინის რეგიონი. ასევე საჰაერო განგაშია დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო Facebook-ზე წერს: "ასე ულოცავს რუსეთი ყველას შობას".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×