რეზონანსი
25.12.2022

პოლარიზაციის შემცირების ყველაზე კარგი გზა არის, როდესაც ის არ იქნება წაქეზებული პოლარიზაცია მათ შორის ისეთი მოვლენებით, როგორიც არის სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის გარშემო, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რიგი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მათ შორის ოპოზიციის მხარდაჭერითაც. ორი ძირითადი საკანონმდებლო აქტი გვრჩება, რომლის მიღებასაც ველოდებით. ერთი ეხება ანტიოლიგარქიულ კანონს, რომელიც ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი. მეორე არის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც ასევე ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი. პოლარიზაციის შემცირების ყველაზე კარგი გზა არის, როდესაც ის არ იქნება წაქეზებული პოლარიზაცია მათ შორის ისეთი მოვლენებით, როგორიც არის სპეკულაციები მიხეილ სააკაშვილის გარშემო", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×