რეზონანსი
25.12.2022

ქურდული გარჩევა ყალბი ოქროს მონეტებისთვის - „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, 2 კილოგრამი ყალბი ოქროს გამო დაწყბული საქმის გარჩევა  ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის ლავსოღლისა და ჯეირან კინწურაშვილისთვის მძიმე შედეგით დასრულდა.

 ქურდები არაქურდული გადაწყვტილების მიღებიაში არიან ბრალდებულები. შავი სამაყროს ე.წ. კანონების  დარღვევაში  ისინი  გავლენინმა ავტორიტეტმა ზვიად პაპიაშვილმა, იგივე „ზვიად ტბილისკიმ“ ამხილა.

ოქროს 500 მონეტის ამბავი თურქეთში დაიწყო და ლოტკინის ფერდზე, ქურუდლი გარჩევით დასრულდა. ირკვევა, რომ  მერსინში, საქართვლოს ოთხმა მოქალაქემ - ამირან ჯაფარიძემ, გიორგი ნამგალაძემ, მერაბ გიორგაძემ და ვახტანგ აბშილავამ, ოქროს სირიელი ვაჭრისგან ძვირაფასი ლითონი იაფად იშოვეს და ეს ამბავი ბათუმელ ოქრომჭედელს ლევან აბულაძეს უთხრეს. ბაჯაღლოს სირიელი მოვაჭრე ისე იაფად ყიდდა, რომ ოქრომჭედელმა 500  მონატა შეუკვეთა.

102 ათასი დოლარი, ოქრომჭედელმა ბაჯაღლოში გადაიხადა, და მონეტებიც ბათუმში ჩამოვიდა, თუმცა როდესაც საქმეს შეუდგა, ოქროს დნობის და ნაკეთობების დამზადების დროს აღმოაჩინა, რომ ის, რაც თურქეთიდან ჩამოუტანეს არა ოქრო, არამედ სხვა ლითონი იყო. ლევან აბულაძემ ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამის შემდეგ ოქრომჭედელი, რომელიც თავს გადაგდებულად თვლიდა, პოლიციის ნაცვლად კავშრიზე ბათუმელ ქურდებთამ, მინდია ლავას ოღლისთან და და ჯეირან კინწურაშვილთან გავიდა. საქმის პირველი გარჩევა თურქეთის ქალაქ ხოფაში დაიგეგმა. საქართველოს საზღვართან ახლოს ჯერიან კინწურაშვილი და "ლავასოღლი" ერთად ჩავიდნენ.

ხოფაში დაპირისპირებულმა მხარეებმა სადავო ოქროს მონეტებიც ჩაიატანეს. .ე.წ. კანონიერმა ქურდებმა გარჩევის ბოლოს მონეტები დაიტოვეს, დავა კი  ოქრომჭედლის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მოწინააღმდეგე მხარეს „ლავასოღლის“  და „ჯეირანას“ ვერდიქტის მიხედვით თანხის უკნა დაბრუნება დააკისრეს.

ლავას ოღლის და ჯეირანას ვერდიქტი ამირან ჯაფარიძემ თბილისელ კანონიერ ქურდთან ზვიად პაპიაშვილთან იგივე "ზვიად ტბილისკისთნ“ გაასაჩივრა. სანამ პაპიაშივლი გადაწყვეტუილებას გამოიტანდა, ლავას ოღლის დაჯგუფებამ ქურდილი სამართლის აღსრულება  ჯაფარძის შანტაჟით, მუქარით და იძულებით გადაწყვიტა.

ე.წ. ქურდული გარჩევა ამ მოთხობვნით ქობულეთში ერთ ერთ- რესტორანშიც გაიმართა.

მოვლენები დრამატული სცენარით მას შემდეგ განვითარდა, რაც ორი ბათუმელი ქურდის გადაწყვეტილების გადასინჯვა "ზვიად ტბილისკიმ" დაიწყო. შეხვედრაზე ორი კილო ოქროს გამო დაპირისპირებული მხარეები ლოტკინის ფერდზე მდებარე სახლში დაიბარეს,  ლაითურის ქუჩაზე შეკრებილებს, სკაიპით ჩაერთო "ზვიად ტბილისკი". გარჩევას თბილისიდან და ბათუმიდან შავი სამყროს ტრადიციების მატარებელი ესწრებოდა. ოქრომჭედელი გაამტყუნეს ორივე მხარეს კი ქურუდულ სამყაროსთვის საქმის გარჩევის საფასურის 5 000 დოლარის გადახდა  დააკსირეს.

ოქროს გამო დაწყებულ ქურდულ გარჩევას ქუდული სამყაროს ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოჰყვა, 500 მონეტა, რომელიც ოქრო ეგონათ და სპილენძი აღმოჩნდა, ახლა „ჯეირან ხონსკისთან“ ინახება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×