რეზონანსი
24.12.2022

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა, ჯერ საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ელოდებიან.­

„მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გადმომცეს და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით - ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ყველა უნდა ჩაერთოს”, - წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს, მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×