რეზონანსი
23.12.2022

პატარა დანახარჯი არ არის, როდესაც ერთ პატიმარზე ერთი წლის განმავლობაში 200 ათასი ლარი იხარჯება, რას მკურნალობენ მას ამდენი ხნის განმავლობაში? - პარტნიორებს ჩემი ვიზიტების დროს ასეთი კითხვა არ დაუსვამთ, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებმა, წესით, ასეთი კითხვები არ უნდა დასვან , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„სამი თვის განმავლობაში ვიმყოფებოდი რამდენიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში. მინდა გითხრათ, რომ ამ ვიზიტებისას არცერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი საერთოდ არ იყო წამოჭრილი. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არის. რაც შეეხება ევროპარლამენტს და რამდენიმე დეპუტატს, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს (ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც დადებითი კუთხით იცნობენ) არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ რეზოლუციაში ამ ჩანაწერით [მიხეილ სააკაშვილის შესახებ] დააზიანონ „ქართული ოცნება" და შესაბამისად, როდესაც „ქართულ ოცნებას" აზიანებ, სახელმწიფოსაც აზიანებ. აქედან გამომდინარე მივიღეთ სიტუაცია რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომ ავტორმა ხმა არ მისცა, ისე დაუმახინჯეს საკუთარი ანგარიში. კიდევ უფრო მეტი ლუსტრირება მოხდა, რომ იქ არის კონკრეტული ჯგუფი რამდენიმე ევროპარლამენტარისა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ სააკაშვილს და მის პარტიას დახმარების ხელი გაუწოდონ - ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ამის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×