რეზონანსი
23.12.2022

 ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის ანდრო ბარნოვის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება. როგორც იგი წერს, ანდროები გიგები ჩერგოები, თუთბერიძეები, გირჩ-ზურაბები... თავიანთი ეშმაკის მოციქულური ბჟუტურობებით მიდიან და მოდიან, ჭეშმარიტი სარწმუნოება კი მარადიულია.

„აი, ეს არის ამათი ნამდვილი სახე!

აი, ასე ებრძოდნენ ზუსტად 100 წლის წინ კათოლოკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია)!

ესენი არიან იმათი ფილიალი, ვინც ცდილობს სიტყვა „შობა“ ჩანაცვლდეს ფრაზა „ზამთრის დროით“!

ეტყობა, არ იციან ამ საცოდავებმა, რომ ქრისტიანობა კლდეზეა ნაგები, კლდეზე, რომელსაც აგერ 2000 წელზე მეტია ებრძვიან, მაგრამ ვერ ერევიან ბჭენი ჯოჯოხეთიდან და ვერც ვერასოდეს მოერევიან!

ანდროები, გიგები, ჩერგოები, თუთბერიძეები, გირჩ-ზურაბები... თავიანთი ეშმაკის მოციქულური ბჟუტურობებით, მიდიან და მოდიან, ჭეშმარიტი სარწმუნოება კი მარადიულია!“, - წერს გვენეტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×