რეზონანსი
23.12.2022

დიდ დიღომში, 29 წლის მამაკაცს მეზობელმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში. გიორგი წოწორია მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

მოკლულის ნათესავები ჰყვებიან, რომ 29 წლის გიორგი წოწორია პორტუგალიაში ცხოვრობდა და ის სამშობლოში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×