რეზონანსი
22.12.2022

მსოფლიოს 60 ცნობილ ლოკაციაზე წლის ყველაზე გრძელ ღამეს უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შუქი გამორთეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამის" პირად არხზე ავრცელებს.

"როდესაც შუქი ქრება - ეს ყოველთვის აღიქმება, როგორც რაღაც უჩვეულო. მაგრამ როდესაც მის გარეშე ოთხ, ათ, ოც საათს ან დღეებს ატარებ და სიბნელეს ეჩვევი - ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "ეს ნიშნავს, რომ შუქი ერთადერთი რამ არ არის, რისი წართმევაც სურთ, ეს ცხოვრების ყოველი ნაწილის ხელყოფაა".

"2022 წლის ყველაზე გრძელ ღამეს მსოფლიოს 60-ზე მეტმა ყველაზე ცნობილმა ლოკაციამ შუქი გამორთო ჩვენს სახელმწიფოსთან სოლიდარობის ნიშნად და თავის სტუმრებს უკრაინული საავადმყოფოებისთვის გენერატორებზე ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს აქციას როგორ უერთდებიან ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, რომი, პრაღა, ბრიუსელი, სტრასბურგი, პორტუ, ვილნიუსი, ვატიკანი, ბუდაპეშტი, სოფია, ვარშავა, ედინბურგი, ცეტინე, სიდნეი, ონტარიო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×