რეზონანსი
19.12.2022

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?", შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ 23%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით მათი პოლიტიკური პულსი თითქმის არ ისინჯება, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებელს", „პატრიოტთა ალიანსს", „ევროპულ საქართველოს", „გირჩი - მეტი თავისუფლებას", რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი". მას გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს".

1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას" და აუტსაიდერ გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის". გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საინტერესოა, რომ 1 წელიწადში, 2021 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით :

„ქართული ოცნების" რეიტინგი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი: 47,2-დან 52%-მდე. „ნაციონალური მოძრაობის" კი პირიქით: თითქმის 4%-იანი კლება აქვს: 26,8%-იდან 23%-მდე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×