რეზონანსი
19.12.2022

სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში, უახლოეს მომავალში, რთულად შესაძლებელია. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ეფექტიან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში. მჯერა, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ მოგვიწევს ლოდინი, ვიდრე სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები გახდება შესაძლებელი" , - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

გუტერეშის თქმით, გაერო ყურადღებას ამახვილებს სხვა ასპექტებზე - მარცვლეულის გარიგების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე და ტყვეთა გაცვლის დაჩქარებაზე.

ამასთან, გაეროს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ 2023 წელს შესაძლებელია უკრაინაში ომის დასრულება.

„როდესაც ვთქვი, რომ ვერ ვხედავ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებს უახლოეს მომავალში, არ ვგულისხმობდი მთელ 2023 წელს. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ 2023 წელს ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას", - განაცხადა გუტერეშმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×