რეზონანსი
19.12.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსული ძალების მიერ დღეს ნასროლი Shahed-ის 35 დრონიდან 30 ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას ირანული წარმოების „Shahed-136/131" კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს. დრონები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

ცნობისათვის, რუსულმა ძალებმა გამთენიისას მიკოლაივსა და კიევს დაარტყეს. დედაქალაქის ორ რაიონში აფეთქებები მოხდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები. ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×