რეზონანსი
19.12.2022

„ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი სააკაშვილის პატიმრობას ეხმიანება:

„თუ სააკაშვილის საქციელი და დაჟინებით მორგებული ავადმყოფობის იმიჯი, ოღონდაც თავისუფლება “გამოიწეროს”, მოსწონთ და ღირსეულ საქციელად უთვლიან თუნდაც მისი მომხრეები სააკაშვილს და, ამ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ერის ჯანსაღი ნაწილის “მნიშვნელოვანი” პროცენტულობაა, მაშინ აშკარად ქართველობის შეფასების დეგრადირებული მენტალობის ნაწილთან გვაქვს საქმე და ეს მთლიანად ჩვენი თავმოყვარეობისა და ღირსების დამცრობას ნიშნავს, ჩვენი მარადიულობის შემცირებისა და შეფერხების ფაქტორებზე აისახება…

ასე, როგორც პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი იქცევა და, ეს საქციელი სამარცხვინო უნდა იყოს თავად იმ ამომრჩევლისვის, რომლმაც ეს ადამიანი პრეზიდენტად აკურთხა. არსად იქცევიან ასე და არც ერთი დაპატიმრებული პოლიტიკოსი თუ პრეზიდენტყოფილი ასე არ მოქცეულა არცერთ ეპოქაში, მსგავსი პოლიტდეგრადაციისა და უსაშველოდ მორგებული ავადმყოფობის საბურველში გახვევის პრეცედენტს კაცობრიობის ისტორიაში ვერ იპოვით და ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი დრო-ჟამისა და თანამედროვე, ქართული ისტორიის საბედისწერო შეცდომაა – ნამდვილი უბედურებაა, შემთხვევითობაა, რომელმაც ქართველი ხალხის ღირსებასა და თავმოყვარეობას საკმაოდ თვასაჩინო დაღი დაასვა!..“ - დაწერა შათირიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×