რეზონანსი
19.12.2022

ამ დრომდე კლინიკაში რჩება  21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში თვითმკვლელობა სცადა.

პაციენტის ოჯახი მედიკსოების პასუხისმგებობაზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი ექიმება მეთვალყურეობის გარშე დატოვეს და თვითმკვლეობა სწორედ ამ დროს სცადა.

"მარტო გული უცემს და აპარატზეა შეერთებული. გადაიყვანეს და პასუხისმგებლობის აღებაც არავის არ უნდა, რომ წამალი რატომ არ მისცეს ჩემს შვლის? აქ ხდება ასეთი რაღაცები. გუშინ იყვნენ უყურადღებოდ, ტვალეტში აქ, შიგნით კარები არ უნდა იკეტებოდეს. მე ფსიქიატრიულში იმიტომ მოვიყვანე, რომ გადაერჩინათ ჩემი შვილი, თავს იკლავდა. ჩაკეტა შიგნიდან, როგორც ჩანს, ვიღაცას მოუნდა ტუალეტი და მაშინ გაახსენდათ, რომ ვერ გახსნეს კარები, შეანგრიეს. 20 წლის ერთადერთი შვილი, რომელიც აპარატზეა, ფაქტობრივად, მკვდარია და მარტო გული მუშაობს", - ამბობს პაციენტის დედა. 

ოჯახი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა დაწესებულების დირექტორს, პირად ექიმს, მორიგე ექთანსა და დარაჯს ეკისრება. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×