რეზონანსი
18.12.2022

სამშობლოს დაცვა ყველასთვის სავალდებულო ხდება. 2025 წლიდან თავდაცვის სამინისტრო სავალდებულო სამხედრო სამსახურის მასშტაბურ რეფორმას იწყებს. ჯარში შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქე წავა, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა. "გირჩის" რელიგიური ორგანიზაციის "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურის მოწმობით, საქართველოში უკვე 50 ათასმა ახალგაზრდამ 50 ლარად მღვდელმსახურის მოწმობა და შესაბამისად სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლება იყიდა.

იყიდება მონანიების მოწმობაც ანუ შეგიძლიათ თქვენი საქციელი მოინანიოთ კიდეც. "გირჩის" ბიბლიური თავისუფლება მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მოქალაქეებს, ამას კი ხელს უწყობს მოქმედი კანონი, რომელიც ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურებს სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს, თუმცა კანონში არსებული ეს ჩანაწერი შეიცვლება. თავდაცვის ახალ კოდექსში კიდევ ბევრი სიახლეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×