რეზონანსი
18.12.2022

ჩვენ რომ ჰააგაში ეს ბროლა არ მოგვეგო, დიახ, რისკის წინაშე იყვნენ ვიღაცები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ქართული სახელი და გვარი არ დაფიქსირდა, ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ჩვენი სამართლებრივი სწორი პოზიციით და არა იმით, რაც მათი მხრიდან იყო მხარდაჭერილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე საუბრისას „იმედის კვირას" განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერი გააკეთა, რათა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი ღალატი გამოესწორებინა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ, „ქართულმა ოცნებამ, რომელიც ხელისუფლებაშია, ყველაფერი გააკეთა, რათა მათი ეს სიგიჟე და ღალატი, პირდაპირ დავარქვათ, აღმოფხვრილიყო, გასწორებულიყო, პირი მოეწმინდა მათთვის, ვინც ამას მხარი დაუჭირა, რადგან ჰააგის სასამართლოსა და პროკურორს არ აინტერესებს, მაგალითად, ომი ვინ დაიწყო? ვინ გააგრძელა? ვინ დაასრულა? ეს საკითხები აქ არ განიხილება, არამედ განიხილება, ვინმემ ხომ არ ჩაიდინა ომის დანაშაული.

ჩვენთვის მთავარი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ქართული სახელი და გვარი აქ არ დაფიქსირებულიყო. ეს მოვახერხეთ და სამართლებრივი ეს ბრძოლა მოვიგეთ. ახლა პანიკური, აჟიტირებული პიარ-კამპანიაა მათი მხრიდან - ხომ ვამბობდით?! ისინი საპირისპიროს ამბობდნენ და რასაც ამბობდნენ, დოკუმენტებში წერია. მათ მხარი დაუჭირეს მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი და შესაძლებლობის დაშვებას, რომ მათ შორის, ომის დანაშაული შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადენილი საქართველოს მხრიდან, რაც გამოძიებას საჭიროებდა", - აღნიშნა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაზემ 16 დეკემბერს საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატებს ჰააგის სასამართლოს რეზოლუციის მე-11 პუნქტის შინაარსი წაუკითხა და „ნაცმოძრაობას" მიმართა - თავის დროზე ომის რა დანაშაულები აღიარეს მათ და რაზე მოაწერეს ხელი.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×