რეზონანსი
18.12.2022

სანამ „ქართული ოცნება" მოვიდოდა ხელისუფლებაში საქართველო არ თანამშრომლობდა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან, თუმცა ისინი იძიებდნენ, აწარმოებდნენ გამოძიებას, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორები, გამომძიებლები მუშაობდნენ და ფაქტებს აგროვებდნენ.

„თუ არ ვითანამშრომლებდით, შესაბამისად მტკიცებულებებსაც ვერ მივაწვდიდით და ეს საქმე როგორ შემოტრიალდებოდა, არავინ იცის. ამ ფონზე იყო, როდესაც 2015 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მასალების მიწოდება, უფრო ადრეც, მაგრამ 2015 წლიდან ძალიან ინტენსიურად დავიწყეთ მასალებისა და მკიცებულებების მიწოდება და სწორედ ეს მტკიცებულებები გახდა საფუძველი, რომ გამოძიება დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×