რეზონანსი
18.12.2022

ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.

როგორც გამოცემა Bild-ი წერს, მან მოუწოდა უკრაინის მიმართ მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერისკენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"ეს ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა მეცოლამ.

მან დასძინა, რომ იგი "ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდან ვთავაზობთ" ევროკავშირის დონეზე.

ამასთან, მეცოლას თქმით, ევროკავშირს შეუძლია „მეტის გაკეთება" და ამიტომ მიესალმება სანქციებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის საპასუხოდ კიდევ 141 ფიზიკური და 49 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×