რეზონანსი
18.12.2022

ხარკოვის ოლქის სოფელ დოვჰენკეში, ოკუპანტების მიერ დატოვებულ ნაღმზე ორი კაცი აფეთქდა, რის შედეგადაც, ორივე მათგანი დაიღუპა.

გამოძიების თანახმად, იზიუმის რაიონის სოფელში, ორი ადგილობრივი კაცი საქონლის მოსაძებნად იყო გასული და ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან. ამის შესახებ ოჯახმა და მოსახლეობამ პოლიციას განუცხადა.

სამართალდამცველებმა მათი ცხედრები იპოვეს და დადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი ოკუპანტების ნაღმზე ფეხის დაბიჯება იყო.

წინასწარი გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლით დაიწყო (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა, განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×