რეზონანსი
18.12.2022

საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

„საქართველოს და ზოგადად, ჩვენს რეგიონს დააკავშირებს პირდაპირ ევროპასთან. აქამდე ჩვენ ასეთი შესაძლებლობა არ გვქონია. საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს, რამდენიმე ასეთ წყალქვეშა კაბელს, რომლითაც ენერგიის ურთიერთგაცვლა ხდება. ამდენად, ჩვენთან წარმოებული ენერგიის ევროპაში გატანასთან ისევე, როგორც ჩვენს მეზობლებში წარმოებული ენერგიის საქართველოში ტრანზიტით ევროპაში გატანასთან დაკავშირებით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირი კავშირი იქნება, არამედ საკმაოდ სერიოზული შემოსავლების გენერირებას გამოიწვევს", - განაცხადა ნარმანიამ.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×