რეზონანსი
18.12.2022

ვფიქრობ, ძნელია გადააფასო ის მნიშვნელობა, თუ რას მოეწერა ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და მკაფიოდ განაცხადა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს როლს ხვალინდელ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა, იყოს ჰაბი.

„იმ ადამიანები გარდა, ვისაც სურდათ, ხელოვნურად გაექროთ საქართველო ევროპული რადარებიდან, ყველას კარგად ესმის, რა დიდ წარმატებას მიაღწია ხელისუფლების მეთოდურმა ძალისხმევამ, რომელმაც ჩვენ და ევროკავშირის ეს ქვეყნები, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირთან სრულიად ურთიერთობის სრულიად სხვა სიმაღლეზე გაგვიყვანა", - განაცხადა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×