რეზონანსი
13.12.2022

რუსეთმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება, რომელიც რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული „რეალობა“ უნდა მიიღოს.

12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და ამით აგრესიაზე უარის თქმის უნარი გამოავლინოს.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ რუსეთი განახორციელებს ჯარების გაყვანას უკრაინიდან, მაშინ უზრუნველყოფილი იქნება საომარი მოქმედებების საიმედო შეწყვეტაც.

„უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რაც ამ ხნის განმავლობაში განვითარდა. ეს რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტები გაჩნდა. ისინი ამ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ. ამ ახალი რეალობის გათვალისწინების გარეშე, რაიმე სახის პროგრესი შეუძლებელია“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×