რეზონანსი
13.12.2022

ევროპელი დეპუტატები მნიშვნელოვანი დებატების დაწყების წინ, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

გადაარჩინე მიშა - ევროპარლამენტარების გზავნილი მსოფლიოს

ვიცით, რომ სააკაშვილი წლების განმავლობაში იყო პუტინის მთავარი ოპონენტი და მისი პირადი მტერი, მისი დაპატიმრება საქართველოში აწყობს მხოლოდ დიდი კრიმინალს, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკეს სჩადის უკრაინაში" - ამბობს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

ევროპელი პოლიტიკოსების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადასარჩენია და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება, ქვეყანას ცუდ შედეგებს მოუტანს.

მათივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას:

"მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორც ეპყრობა მას ახლანდელი ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყება. ვფიქრობ, რომ ეს არის ჰუმანიტარული საკითხი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს საქმე დაიძრას და უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლის გადარჩენა. აქ ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ მოკვდეს" - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი. 

"თუ საქართველოს მთავრობას სურს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას არის, ის რომ უნდა დაუშვას მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მკურნალობა ევროპაში. თუ ბატონი მიხეილ სააკაშვილი ციხეში გარდაიცვალა პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მთავრობას და ამის შემდეგ მათ შეუძლიათ დაივიწყონ ყველაფერი, რისი იმედიც აქამდე ჰქონდათ ევროპიდან. ახლა მთელ ევროპაში უკვე ყველას ესმის ერთი რამ, მიშას საკითხი არის ლაკმუსის ქაღალდი...

კიდევ ერთხელ, თუ სააკაშვილს რამე დაემართა ციხეში, საქართველოს შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რასაც აქამდე ევროპისგან ითხოვდა " - ამბობს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი.

რამდენიმე საათში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

ხვალ, 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გაიმართება, სადაც მოსამართლე გიორგი არევაძემ, მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების, ან გადავადების შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. პროცესს ვივა მედიდან დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილიც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×