რეზონანსი
13.12.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის თაობაზე დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის რეპლიკას: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“, ეხმაურება

როგორც მელია Facebook-ზე წერს, ერთი უბედურებაა, რომ „ღირსეული მტერი სანატრელია“ მეორე კი ის, რომ „ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“.

მელია აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას.

„მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდე“ - ამას ამბობს „ოცნებიდან“ ფორმალურად გასული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!

ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და ასეთ უღირს, სულმდაბალ და ზნედაცემულ მტერთან გაქვს საქმე.

მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა)! ზოგს არც სცალია საამისოდ, არცაა ადგილზე - ფაბრიკაციულ ჩანაწერებს დაარბენინებენ და ა.შ...

ამიტომაა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს და დროულად გავიყვანოთ სამკურნალოდ, შემდეგ კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს საპარლამენტო სიას და დაკომპლექტდეს იმ ღირსეული ხალხით, ვისაც არც შრომა ეზარება, არც ბრძოლა და არც ოპონენტისთვის საკადრისი პასუხის გაცემა!“ , - წერს მელია.

ინფორმაციისთვის, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“. დეპუტატმა აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ დეპუტატ პაატა მანჯაგალაძესთან იკამათა. შესაბამისი ვიდეო ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×