რეზონანსი
13.12.2022

პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებაზეა, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობაზეა საკითხი, რადგან მათ აქვთ ყველა ბერკეტი, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მისი თქმით, თუ პატიმრის გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მკურნალობა, ხელისუფლებამ მას ამის საშუალება უნდა მისცეს.

„რაც, შეეხება სამომავლო პერსპექტივას, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდება და ღმერთმა არ ქნას და თუ ფატალურად დამთავრდება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი და ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვერცერთი ევროპული ქვეყანა ამას ვერ გაიგებს, რატომ მოხდა ასეთი რამ 21-ე საუკუნეში, როდესაც ამაზე ყველა საჯაროდ საუბრობდა. ამიტომ განსაკუთრებულად მოვუწოდებ მე ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით, ძალიან ნათელი პასუხები გასცენ კითხვებს მისი ჯანმრთელობის შესახებ. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, მისი ოჯახის წევრებს, რომ ის ექიმები მიიყვანონ და ის სპეციალისტები ჩართონ, ვინც მათ მიაჩნიათ რომ ამისთვის აუცილებელია და თუ ასეთი რამის საქართველოში ამის განკურნება ვერ ხდება, რაც ამ ადამიანს სჭირს, უნდა მიეცეს საშუალება, რომ იქ იმკურნალოს, სადაც მას განკურნავენ. ეს არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ზოგადად მე ვფიქრობ პატიმარს სახელმწიფო უნდა ექცეოდეს მიუხედავად იმისა, ის პრეზიდენტია თუ რიგითი პატიმარი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×