რეზონანსი
13.12.2022

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ხულოს რაიონში ორი პირი დააკავა. მათ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-გავრცელებას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის კაცმა თანასოფლელ გოგოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

თანასოფლელების თქმით, ადგილი ჰქონდა შანტაჟსა და მუქარას. დაზარალებული ქალი საუბრობს, რამდენიმე კაცის მხრიდან მის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე. 

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები და მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მომხდარზე გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური კავშირის იძულებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფასა და გამოძალვას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×